საქართველოს პრეზიდენტს გაერთიანებული სამეფოს ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა
გამოქვეყნდა:
საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში გარეტ ედუარდ უორდმა რწმუნებათა სიგელები გადასცა.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა.