უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, ვასო ქარდავას, სამშობლოში 17 აგვისტოს ჩამოასვენებენ.
"17.08.2024, 05:30 ჩამოასვენებენ ვასო ქარდავას, (თბილისის აეროპორტი) ჩვენი დროის გმირი ჩვენი ძმა, გთხოვ დახვდით და შესაბამისი პატივი მიაგეთ ჩვენ გმირ ძმას! დიდება მის სულს და ჩვენს გმირებს!" - წერს სოციალურ ქსელში ქართველი მებრძოლი, ნური მითაგვარია.
არსებული ინფორმაციით, ვასო ქარდავა 118-ე ბრიგადის სადაზვერვო ასეულში მსახურობდა და სოლედარი-სივერსკის მიმართულებაზე იბრძოდა. ის რუსეთ-უკრაინის ომში მისი დაწყებისთანავე წავიდა.
34 წლის ვასო ქარდავა რუსების საარტილერიო შეტევას ემსხვერპლა. ის აფხაზეთიდან დევნილი იყო.