
"ქართული ოცნების" მისამართით ქებამ არ დააგვიანა მოსკოვიდან. ივანიშვილის გუნდის განცხადების ციტირება გაეროს ტრიბუნიდან კრემლის პროპაგანდისტული მიდიის მთავარ თემად იქცა. სატელევიზიო ეთერებსა თუ ბეჭდურ მედიაში დღეს მთავარ სათაურად "ოცნების" აღიარებითი ჩვენება გაიტანეს. "დამნაშავე ნაპოვნია, ომი საქართველომ დაიწყო" - წერდა და ჰყვებოდა რუსული მედია. საქართველოში კი ექპერტები დარწმუნებულები არიან, რომ ტექსტი, რომელიც გაეროს ტრიბუნიდან "ოცნების" სახელით გავრცელდა, კრემლშია დაწერილი და ივანიშვილის გუნდმა პუტინის მორიგი დავალება წარმატებით შეასრულა.
ავტორი: ზურა პეტროსიანი