"გამოძიების ჩატარების საფუძველი არ არსებობს" | ნავალნის ქვრივს ქმრის გარდაცვალების დოკუმენტაცია გადაეცა

გამოქვეყნდა:

სიკვდილიდან 6 თვის შემდეგ, ალექსეი ნავალნის ქვრივს მისი მეუღლის გარდაცვალების შესახებ ოფიციალური დოკუმენტაცია გადაეცა. იულია ნავალნაიას თქმით, სამ გვერდიან დოკუმენტში არ არის მოცემული დამაჯერებელი ახსნა- განმარტება ნავალნის სიკვდილის რეალური მიზეზების შესახებ. რაც შეეხება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ოფიციალური წერილში აღნიშნულია,  რომ ეს "გარდაცვალება არ იყო დანაშაულის შედეგი და, შესაბამისად, არანაირი საფუძველი არ არსებობს გამოძიების ჩასატარებლად".

47 წლის პოლიტიკოსი ციბირის ციხეში 16 თებერვალს გარდაიცვალა. ნავალნის თანამოაზრეები დარწმუნებულნი არიან, რომ ის მოკლეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი