"რუსებმა ჩამოკიდეს თეთრი დროშა და ჩაგვბარდნენ" | უკრაინა კურსკის ოლქში ოპერაციის პირველი საათების ვიდეოკადრებს ავრცელებს

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო-სადესანტო ძალების პრესსამსახური კურსკის ოლქში უკრაინული სამხედრო ოპერაციის პირველი საათების ამსახველ ვიდეოკადრებს ავრცელებს.  უწყება აღნიშნავს, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა გაარღვიეს თავდაცვის ხაზი, გაანადგურეს სასაზღვრო გამშვები პუნქტი და ტყვედ აიყვანეს 50-ზე მეტი რუსი. 

"უკრაინული ტანკების დანახვისას სასაზღვრო პუნქტის ტერიტორიაზე, რუსებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს - ჩამოკიდეს თეთრი დროშა და ჩაბარდნენ უკრაინელ ჯარისკაცებს“, - ნათქვამია მე-80 სადესანტო ბრიგადის განცხადებაში.

შეგახსენებთ, უკრაინის არმიის ოპერაცია კურსკის ოლქში 6 აგვისტოს დაიწყო. ბოლო მონაცემებით, 82 დასახლება უკრაინის სამხედრო ძალების კონტროლქვეშაა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი