2024 წლის 6 თვეში თავისუფლების აღკვეთა 2 115 პირს მიესაჯა | მსჯავრდებულთა სტატისტიკა საქართველოში

გამოქვეყნდა:

2024 წლის 6 თვეში მსჯავრი 9.193 ადამიანს დაედო, მათ შორის 2 115-ს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მონაცემებზე დაყრდნობით საქსტატი ავრცელებს.  პირობითი მსჯავრი მიესაჯა 4 731-ს, ჯარიმა 1 837, განაჩენის აღსრულება გადაედო 8 პირს, 446-ს კი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დაევალა. (კატეგორიაში: "სხვა" საქსტატს შეყვანილი ჰყავს 56 მსჯავრდებული).

გასული 12 წლის სტატისტიკა კი ასეთია

  • 2012 წელი - 10 922 მსჯავრდებული (4 406 თავისუფლების აღკვეთა,  5 305 პირობითი)
  • 2013 წელი - 15 166 მსჯავრდებული (4 264 თავისუფლების აღკვეთა,  8 639 პირობითი)
  • 2014 წელი - 16 776 მსჯავრდებული (5 949 თავისუფლების აღკვეთა,  7 581 პირობითი)
  • 2015 წელი - 15 139 მსჯავრდებული (4 442 თავისუფლების აღკვეთა,  6 922 პირობითი)
  • 2016 წელი - 15 640 მსჯავრდებული (3 828 თავისუფლების აღკვეთა,  6 730 პირობითი)
  • 2017 წელი - 14 517 მსჯავრდებული (3 559 თავისუფლების აღკვეთა,  6 461 პირობითი)
  • 2018 წელი - 15 846 მსჯავრდებული (3 964 თავისუფლების აღკვეთა,  7 740 პირობითი)
  • 2019 წელი - 16 748 მსჯავრდებული (3 885 თავისუფლების აღკვეთა,  8 291 პირობითი)
  • 2020 წელი - 12 980 მსჯავრდებული (3 336 თავისუფლების აღკვეთა,  6 556 პირობითი)
  • 2021 წელი - 15 412 მსჯავრდებული (3 502 თავისუფლების აღკვეთა,  8 424 პირობითი)
  • 2022 წელი - 18 850 მსჯავრდებული (4 128 თავისუფლების აღკვეთა,  9 785 პირობითი)
  • 2023 წელი - 18 547 მსჯავრდებული (4 127 თავისუფლების აღკვეთა,  9 603 პირობითი)

2024 წლის I-II კვარტალში მსჯავრდებულთაგან 8 632 კაცია და 561 ქალი. ასაკის მიხედვით კი მსჯავრდებულთაგან 236 პირი 14-17 წლისაა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი 30-49 წლის ასაკობრივ ჯგუფშია - 4 927 პირი.

რაც შეეხება 2024 წლის 6 თვეში მსჯავრდებულთა რიცხოვნობას დანაშაულის სახეების მიხედვით, (9 193 მსჯავრდებული)

  • 35 - განზრახ მკვლელობა
  • 37 - განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში
  • 53 - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება
  • 20 -  გაუპატიურება
  • 96 - ძარცვა
  • 48 - ყაჩაღობა
  • 1 409 - ქურდობა
  • 1639 - ნარკოტიკების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება
  • 22 - ხულიგნობა
  • 267 - ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა
  • 5567 - სხვა დანაშაული

რაც შეეხება ზოგადად პატიმართა რიცხოვნობას 2023 წლის მონაცემებით, საქართველოში 9868 პატიმარია, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

  • 2019 წელი - 9 740 პატიმარი
  • 2020 წელი - 9 143 პატიმარი
  • 2021 წელი - 9 203 პატიმარი
  • 2022 წელი - 9 542 პატიმარი
  • 2023 წელი - 9 868 პატიმარი



ავტორი: ნინო ზედგენიძე

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი