კახეთში COVID-19-ის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა - ორივე ინფიცირებული მცირეწლოვანია

გამოქვეყნდა:

კახეთში კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ ორი ახალი შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა. ორივე მათგანი მცირეწლოვანია და მათი გადაყვანა თბილისში, სპეციალიზირებულ კლინიკაში იგეგმება

ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა მოგვაწოდა. 

ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მისივე თქმით, კორონავირუსის გამოვლენის პრევენციული ღინისძიებების ფარგლებში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში საველე სამედიცინო კარავი მოეწყო, სადაც ამ ეტაპზე მოქალაქეებს სიცხეს უზომავენ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 187 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 46 ადამიანი. 

187 შემთხვევიდან აჭარაში დადასტურა 116, თბილისში - 30, იმერეთში - 15, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 11. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 3 306;
  • გამოჯანმრთელებულია - 1 481;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 5 014;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 30 მილიონს გადააჭარბა, გამოჯანმრთელდა 22 მილიონზე მეტი ადამიანი, თითქმის 1 მილიონი კი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი