
კოალიცია ცვლილებისთვის რეგიონებში შეხვედრებს აგრძელებს - კოალიციის ლიდერები ამჯერად ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუხში იმყოფებიან და მოქალაქეების პრობლემებს ისმენენ.
რუხი საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელია, რომლის მოსახლეობის დიდი ნაწილი შრომით ემიგრაციაშია წასული. პრობლემებთან ერთად კოალიციის ლიდერები მოსახლეობასთან 26 ოქტომბრის არჩევნებსაც განიხილავენ.