პუტინი 18-19 აგვისტოს აზერბაიჯანში ჩავა

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 18-19 აგვისტოს სახელმწიფო ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა. კრემლის ინფორმაციით, ვიზიტის დასასრულს იგეგმება სახელმწიფო მეთაურების მიერ სახელმწიფოთაშორისი დოკუმენტების ხელმოწერა. სასაუბრო თემებს შორის მოსკოვში გამოყვეს "რუსეთ-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობისა და სამოკავშირეო ურთიერთობების შემდგომი განვითარების საკითხები, ასევე მიმდინარე საერთაშორისო და რეგიონული პრობლემები“. ბაქოში პუტინის ვიზიტი ჩაივლის ერევანთან მოსკოვის გაციებული ურთიერთობის ფონზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი