
ფიზიკური დაპირისპირება და ხელჩართული ჩხუბი თურქეთის პარლამენტში - მედიის ინფორმაციით, დაპირისპირება, ცხარე დებატების შემდეგ, მაშინ დაიწყო, რაც ერდოღანის მმართველი პარტიის წევრებმა უარი განაცხადეს პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი დეპუტატის გათავისუფლებაზე, რაც, თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნაა.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება დეპუტატ ჯან ათალაის საქმეს, რომელიც ურქეთის მუშათა პარტიის წევრია და პარლამენტის წევრად გასული წლის არჩევნებზე აირჩიეს. 2013 წელს მას ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობისთვის 18-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.