"კოალიცია ცვლილებისთვის" რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს | ნიკა მელია დღეს სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა

გამოქვეყნდა:

"კოალიცია ცვილებისთვის" რეგიონებში შეხვედრებს აგრძელებს, ამ წუთებში ადგილობრივებთან შეხვედრა ანაკლიაში მიმდინარეობს. არსებულ ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად მოსახლეობის მთავარი ინტერესის საგანი მოახლოებული არჩევნებია, ადგილობრივებს სურთ, იცოდნენ, როგორ აპირებს ოპოზიცია ხმების დაცვას. დღეს კოალიციის ლიდერებმა შეხვედრები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბრამდენიმე სოფელში გამართეს და მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს.

''4 ნომერი იქნება ყველგან, "კოალიცია ცვლილებისთვის" იქნება ყველგან. იქნება ყველგან, სანამ გამარჯვება არ იქნება მოპოვებული. ოლიგარქი უნდა დამარცხდეს 26 ოქტომბერს. საჭიროა მეტი დინამიურობა, მეტი შრომა. დიდ გამარჯვებებს სჭირდებათ დიდი ძალისხმევა. ამ ქვეყანას, დიახაც, არ დავთმობთ. ვერ გახდება ეს ქვეყანა რუსეთის დანამატი. ვერ გახდება ეს ქვეყანა ოლიგარქების. ეს ქვეყანა გახდება და სახელმწიფო შედგება. სახელმწიფო დაუბრუნდება საქართველოს მოქალაქეებს. დღევანდელი შეხვედრები სამეგრელოში, აი ამ დიდ მიზანს ემსახურება", - განაცხადა ნიკა მელიამ 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი