კობა ნაყოფია "ნაციონალურ მოძრაობაში" მმართველ თანამდებობაზე ბრუნდება. სულ ცოტა ხნის წინ დასრულებული პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ნაყოფია ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე გახდება. ოფიციალურად მას ამ თანამდებობაზე ხვალ, პარტიის ყრილობაზე აირჩევენ. "ნაციონალური მოძრაობა" ასევე აანონსებს საარჩევნო ბლოკის გამხსხვილებას - პარტიაში ადასტურებენ, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე პოლიტიკურ სუბიექტთან, მათ შორის "ევროპულ საქართველოსთან".