სასამართლო დღეს გაარკვევს, დარჩება თუ არა რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი პატიმრობაში

გამოქვეყნდა:

დღეს სასამართლოს აღკვეთი ღონისძიებით ცნობილი გახდება, დარჩება თუ არა რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი, მერაბ ბესელია პატიმრობაში. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში, დისტანციურად გაიმართება. 

ბესელია წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატის, პაატა მეხრიშვილის თქმით, ბესელია იძულებული გახდა, ხარაზიშვილთან კონფლიქტისას იარაღი გაესროლა შეშინებისა და მოგერიების მიზნით. 

ცნობისთვის, ბესელიას ბრალად ედება იუნკერების გუნდის კაპიტნის, რამაზ ხარაზიშვილის დაჭრა. რაგბის კავშირში მომხდარი სროლისა და დაჭრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება 118-ე და 236-ე მუხლით უკვე დაიწყო. ისინი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

გუშინ, 18 სექტემბერს საქართველოს პროკურტურამ, საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტის, მერაბ ბესელიას "იუნკერების" გუნდის კაპიტანის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვის-ტარების ფატზე ბრალი წარუდგინა. დაკავეულს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა იუნკერების გუნდის კაპიტანი რაგბის კავშირის ტერიტორიაზე 16 სექტემბერს დაჭრა. 

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი