ემიგრანტების ნაწილი გეგმავს, არჩევნების დღეს შვებულება აიღოს და საარჩევნო პროცესს დამკვირვებლის სტატუსითაც დააკვირდეს

გამოქვეყნდა:

ემიგრანტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სრული მობილიზაციისთვის და ხმების დასაცავად ემზადებიან. გადამწყვეტი არჩევნების წინ საკუთარი სამშობლოდან იძულებით გადახვეწილი ადამიანები საკუთარი ძალებით ცდილობენ ხელმოწერების შეგროვებას იმისათვის რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში დამატებითი უბნების გახსნასთან დაკავშირებით მოთხოვნა წარადგინონ.

კანონის მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულია, თუ საზღვარგარეთ რომელიმე ქალაქში საქართველოს არანაკლებ 50 მოქალაქე იმყოფება, იქ საარჩევნო უბანი გახსნას.

ხელმოწერების შეგროვებისა და საქართველოს ხელისუფლებისთვის გადაგზავნის მიუხედავად, ემიგრანტებს ჯერჯერობით არ მიუღიათ პასუხი, აპირებს თუ არა საგარეო საქმეთა სამინისტრო და ცესკო მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

"მომავალ კვირისთვის ჩვენ შევიტანთ საარჩევნო უბნის გახსნასთან დაკავშირებით მოთხოვნებს ათეულ ქალაქზე. ვაპირებთ სადამკვირვებლო მისიებთან, ასევე გამორიცხული არაა, რომ თუ პრობლემები შეიქმნება სასამართლო გზაზეც დავდგეთ. ჩვენ ვიმუშავებთ იმაზეც, რომ თუ არ მოხდება კანონიერად საარჩევნო უბნების გახსნა, მტკიცებულებები დავუდოთ ეუთო/ოდირს. ჩვენ შევიტანეთ განაცხადი რომ უბანი გახსნილიყო შტუტგარტში და მილანში," - აცხადებს პლატფორმა თაობები ქვეყნისთვის წარმომადგენელი შოთა როსტომაშვილი.

პლატფორმა თაობები ქვეყნისთვის წარმომადგენლების თქმით, ემიგრანტების ნაწილი გეგმავს, რომ არჩევნების დღეს შვებულება აიღოს და არჩევნებს დამკვირვებლის სტატუსითაც დააკვირდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი