კობა ნაყოფია ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელობაში ბრუნდება. ამ წუთებში "ერთიანობის" ყრილობა იწყება, სადაც ერთ-ერთი მთავარი საკითხი პარტიის შიგნით ახალი მმართველი ორგანოს, ეროვნული კომიტეტის დამტკიცებაა, რომელსაც ნაყოფია მესამე პრეზიდენტის წარდგინებით უხელმძღვანელებს. ყრილობაზე ასევე ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გაფართოებაზეც იქნება მსჯელობა. პარტიის რიგებს ევროპული საქართველოც შეუერთდება.