არასამთავრობო ორგანიზაციამ "სტუდენტუი ომბუდსმენი" პროკურატურასთან "მთავარი არხის" ჟურნალისტზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტის გამო აქცია გამართა. ახალგაზრდები საგამოძიებო უწყებას მოუწოდებენ დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება.
საქმე ეხება "ქართული ოცნების" დეპუტატს ვუგარ ისაევს, რომელიც ჟურნალისტ ჯეიჰუნ მოჰამედ ალის დაჭრით დაემუქრა. დმანისიში, სოფელ ნახიდურში, მოსახლეობასთან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ, "ქართული ოცნების" პარტ აქტივისტები "მთავარის" გადამღებ ჯგუფს დაუპირისპირდნენ.
ამ ფაქტზე ჯერ კიდევ არ არის გამოძიება დაწყებული. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ პროკურატურას დროულად დაიწყოს საქმის გამოძიება რადგან ქართული ოცნების წვერობა არ ნიშნავს, რომ ის თავისუფალია სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
უწყებას გამოძიების დაწყებისკენ პლატფორმა 2020-ის წარმომადგენლებმაც მოუწოდეს.