"ქართული ოცნების" წევრის მუქარა "მთავარი არხის" ჟურნალისტის წინააღმდეგ - ვუგარ ისაევი სამართალდამცავებს ამ დრომდე არ დაუკითხავთ. საგამოძიებო უწყება არც იმ დაპირისპირების დეტალებით დაინტერესებულა, რომელიც გუშინ, ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურში, ჟურნალისტის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფითა და ღია მუქარით დასრულდა. 

არასამთავრობო ორგანიზაცია პლატფორმა 2020 საგამოძიებო უწყებებს ვადას დღის ბოლომდე აძლევს და ძალადობის ფაქტზე მმართველი პარტიის წევრის დაკითხვას მოითხოვს. 

გუშინ ადგილი ჰქონდა დანაშაულს და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას ჟურნალისტისთვის. რაც გამოძიების დაწყებისა და კონკრეტული პირების პასუხისგებაშ მიცემის საფუძველი, - ამბობს ალიკა კუპრავა. 

მისივე თქმით, თუ საგამოძიებო უწყება ამ ფაქტით დღის ბოლომდე არ დაინტერესდება პლატფორმა 2020 პროკურატურას სარჩელით მიმართავს.

შეგახსენებთ, მმართველი პარტიის აქტივისტები 16 სექტემბერს "მთავარი არხის" ჟურნალისტს თავს დაესხნენ და ცივი იარაღით დაჭრითაც დაემუქრნენ. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი