"26 ოქტომბერი უნდა გადაიქცეს ზეიმად, ხალხმა უნდა გაიმარჯვოს" | კოალიცია ცვლილებისთვის შეხვედრები შამგონაში

გამოქვეყნდა:

კოალიცია ცვლილებისთვის რეგიონებში  მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად კოალიციის ლიდერი ნიკა მელია თანაგუნდელებთან ერთად სოფელ შამგონაში იმყოფება, სადაც ადგილობრივებს არჩევნების მნიშვნელობასა და საზოგადოების მობილიზაციის აუცილებლობაზე ესაუბრებიან. 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. ხალხი ქვეყანაში ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს.

"შამგონა დღეს, ისტორიული სოფელი, განსხვავებული თაობის წარმომადგენლები, ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული, ბედნიერი საქართველო და ბედნიერი სამეგრელოს გარშემო, ამ იდეის გარშემო გაერთიანებული და გამოსავალს ხედავენ მხოლოდ გამარჯვებაში 26 ოქტომბერს. 26 ოქტომბერი უნდა გადაიქცეს ზეიმად. შამგონელების ზეიმად, მეგრელების ზეიმად, იმერლების ზეიმად, რაჭველების ზეიმად, თბილისელების, აჭარლების ზეიმად....ხალხმა უნდა გაიმარჯვოს 26 ოქტომბერს და ერთხელ და სამუდამოდ ამჟამინდელ ხელისუფლებას და მომავალში ყველა პოტენციურ ხელისუფალს უნდა უთხრას, რომ ამ სახელმწიფოს ბატონ-პატრონი იქნება ქართველი მოქალაქე" ამბობს ნიკა მელია. 

შამგონას შემდეგ, კოალიციის წარმომადგენლები სოფელ კახათის მოსახლეობას შეხვდებიან.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი