ემიგრანტები დამკვირვებლის ფუნქციებსაც შეითავსებენ | მზადება არჩევნებისა და ხმების დაცვისთვის

გამოქვეყნდა:

გადამწყვეტი არჩევნებისთვის მზადება დასკვნით ფაზაშია. ემიგრანტები 26 ოქტომბრისთვის ხმების დასაცავად უპრეცედენტო მობილიზაციას აცხადებენ. ადამიანები, ვინც სხვადასხვა მიზეზით სამშობლოსგან შორს უცხო ქვეყნებში იმყოფებიან, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს საკუთარი ქვეყნის გადარჩენის ერთადერთ გზად ხედავენ. სწორედ ამიტომ  მათი ნაწილი ხმის მიცემის დღეს საარჩევნო უბანზე არამხოლოდ ამომრჩეველი იქნება, არამედ დამკვირვებლის ფუნქციებსაც შეითავსებს. 

ემიგრანტები ცდილობენ რაც შეიძლება მეტი საარჩევნო უბნის გასახსნელად ყველა სამართლებრივი რესურსი ამოწურონ. იციან,რომ მათი მცდელობა შესაძლოა უშედეგო აღმოჩნდეს, თუმცა ყველა მოთხოვნა საგარეო საქმეთა სამინისტროში ოფიციალურად დარეგისტრირდება და თუ ხელისუფლება მილიონამდე ქართველის ნების წინააღმდეგ წასვლას გადაწყვეტს, ამ შემთხვევაში მათი აზრით, შესაძლოა არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი