საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის ბოლო ვადა 7 ოქტომბერია | "კოალიცია ცვლილებისთვის" ემიგრანტებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

გამოქვეყნდა:

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ემიგრანტებისთვის ინფორმაციას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ არჩევნებისთვის საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის ბოლო ვადა 7 ოქტომბერია.

"რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ ქვეყანაში, საქართველოს საელჩოს მიერ ინფორმაციის არასწორად გაცემის შედეგად, გავრცელდა მცდარი ინფორმაცია, თითქოს ემიგრანტებისთვის, არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის ბოლო ვადა არის 15 აგვისტო. 

რეალურად, სიტუაცია შემდეგია: საგარეო საქმეთა სამინისტრო ცესკო-ს ამომრჩეველთა სიას წელიწადში სამჯერ აწვდის, ერთ-ერთი ასეთი თარიღი კი სწორედ 15 აგვისტოა. ყველა ემიგრანტი, ვინც საკონსულო აღრიცხვაზე 15 აგვისტოდან 7 ოქტომბრამდე დადგება, საარჩევნო სიებში ასევე მოხვდება, რადგან ცესკო საარჩევნო სიის საბოლოო ფორმირებას სწორედ 7 ოქტომბერს ახდენს." ნათქვამია ინფორმაციაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი