ლაიფციგში "გიგანტურ ბორბალს" ცეცხლი გაუჩნდა | დაშავებულია ათობით ადამიანი

გამოქვეყნდა:

გერმანიაში, ლაიფციგში "გიგანტური ბორბალის"  ატრაქციონზე ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ Spiegel იუწყება.

წინასწარი მონაცემებით, დაშავებულებმა ძირითადად მსუბუქი დაზიანებები მიიღეს, ორი კი მძიმედაა დაშავებული. ყველა დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევა გუშინ საღამოს 21:00 საათზე მოხდა, როდესაც "გიგანტური ბორბლის" ორ კაბინას ცეცხლი გაუჩნდა.

ამის შემდეგ ატრაქციონიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა. მთლიანად დაიწვა ორი კაბინა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი