
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ახალი გამოკითხვა აჩვენებს, რომ ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპს რამდენიმე ისეთ შტატში აჯობა, რომელშიც ბაიდენი ტრამპს რეიტინგით ჩამორჩებოდა. მათ შორის არიზონაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ნევადასა და ჯორჯიას შტატებში. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკის ერთ-ერთი წამყვანი ტელევიზია NBC ავრცელებს.
კამალა ჰარისი საპრეზიდენტო კამპანიას აქტიურად აგრძელებს. გუშინ დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატმა ჩრდილოეთ კაროლინის შტატში, მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის მთავარი მიზანი საშუალო კლასის გაძლიერება იქნება.