"კოალიცია ცვლილებისთვის" ფართოვდება | ახალ ოპოზიციურ გაერთიანებას "რესპუბლიკური პარტია" და ორგანიზაცია "აქტივისტები მომავლისთვის" შეუერთდნენ

გამოქვეყნდა:

"კოალიცია ცვლილებისთვის" ფართოვდება. ახალ ოპოზიციურ გაერთიანებას პარტია "რესპუბლიკელები" და ორგანიზაცია "აქტივისტები მომავლისთვის" შეუერთდნენ. 

ამის შესახებ კოალიციის ლიდერებმა განცხადება ზუგდიდში გააკეთეს. 
კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერების განცხადებით, პოლიტიკურ გაერთიანებაში ერთიანდებიან ის ძალები, რომლებიც საქართველოს ევროპულ გზაზე წინსვლას უზრუნველყოფენ.

განცხადებები გააკეთეს კოალიციის ახალმა წევრებმაც.

"მე მაქვს პატივი ვიყო იმ ადამიანებთან, რომელთა იმედიც მექნება არჩევნებამდე და მის შემდეგ.  ისმის კითხვა, როგორ უნდა მართოს ქვეყანა ოპოზიციამ, რომელიც 26 ოქტომბერს უმრავლესობას მოიპოვებს, ესაა პროფესიონალიზმი, ადამიანის უფლებებზე ორიენტირება და პროგრესი, რომელიც უნდა რომ მოიტანოს კოალიცია #4-ს. ქვეყანაში მშვიდობა, კეთილდღეობა, პროგრესი, ადამიანზე ორიენტირებულობა იქნება, როდესაც 26 ოქტომბერს ჩვენ შევცვლით ამ ხელისუფლებას და ქვეყანაში კოალიციურ მმართველობას უზრუნველვყოფთ. მე მოვიგე ჩემი პირადი ბრძოლა, დავამარცხე ის ავადმყოფობა, რომლის გამოც ბევრი ტანჯვა გამოვიარე ახლა დროა რომ განვკურნოთ ქვეყანა, ამას ჩვენ გავაკეთებთ ერთობლივად, კოალიცია 4-თან ერთად." - განაცხადა "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელმა ხათუნა სამნიძემ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი