რა აქვს სალაპარაკო პუტინს ალიევთან | ექსპერტები რამდენიმე ვერსიას განიხილავენ

გამოქვეყნდა:

რა აქვს სალაპარაკო პუტინს ალიევთან. დღეს კრემლის დიქტატორი აზერბაიჯანში ჩადის. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელიც ვიზიტის ფარგლებში შეხვედრაზე განიხილება, შესაძლოა რუსული გაზის ტრანსპორტირების საკითხი იყოს. სხვადასხვა წყაროს ცნობით, მოსკოვი და ბაქო ამ საკითხს რამდენიმე თვეა განიხილავენ და გარიგების გარანტი თურქეთია.

სფეროს ექსპერტების შეფასებით, პუტინის აზერბაიჯანში ვიზიტი რამდენიმე მიზეზს შეიძლება უკავშირდებოდეს.

"არ არის ბევრი ქვეყანა, სადაც პუტინს შეუძლია თავისუფლად ჩასვლა, ევროპის სივრცეში ეს არის მხოლოდ 2 დედაქალაქი მინსკი და ბაქო.

კიდევ ეს არის გარკვეული მინიშნება სომხეთისთვის, რომ ერევანი უნდა მოიქცეს დაფიქრებულად ვინაიდან სხვა შემთხვევაში რუსეთი შეიძლება გადაიხაროს ბაქოს სასარგებლოდ და საერთოდ ეს არის მცდელობა, რომ გააძლიეროს საკუთარი პოზიციები რეგიონში.

ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ალიევი არის იმ მცირე პოლიტიკოსებს შორის, რომელთაც შეუძლიათ თავისუფლად ისაუბრონ როგორც პუტინთან, ასევე ზელენსკისთან. ამიტომ კურსკში განვითარებული მოვლენების ფონზე არ გამოვრიცხავ, სთხოვოს, რომ ალიევმა რაღაც გზავნილები გადასცეს ზელენსკის," - აცხადებს "სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვალერი ჩეჩელაშვილი.

 

ავტორი:ზურა პეტროსიანი 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი