
თურქეთის დასავლეთით, იზმირის პროვინციაში ტყის ხანძარს ებრძვიან. სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ხანძრის ძირითადი კერების ქრობის პროცესი კვლავ მიმდინარეობს, მაგრამ უწყება სიტუაციას აკონტროლებს.
ხანძრის გავრცელების კერაში მოექცა ზღვისპირა კურორტი ჩეშმე. როგორც იბრაჰიმ იუმაკლიმ აღნიშნა, დასახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია დროულად განხორციელდა, რამაც მოქალაქეების დაშავების საფრთხე შეამცირა. ხანძარს ებრძვიან თურქეთის კიდევ ოთხ რაიონში,სადაც გამოცხადებულია ევაკუაცია, დამწვარია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და ავტომობილები.