
ესტონეთი, 2025 წლის დასაწყისში, საბრძოლო მასალის წარმოების დაწყებას აანონსებს - ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა, განაცხადა. მისი ინფორმაციით, წარმოების დაწყება სამხედრო ქალაქ ემარის ტერიტორიაზე იგეგმება.
"დღევანდელი უსაფრთხოების პირობებში, აუცილებელია, ესტონეთში რაც შეიძლება მალე დაიწყოს საბრძოლო მასალის წარმოება", - განაცხადა ესტონელმა მინისტრმა
მისი ინფორმაციით, ქვეყანას ამ ეტაპზე არ აქვს თავდაცვის ინდუსტირული პარკი, ამიტომ საბრძოლო მასალების წარმოების დასაჩქარებლად, სხვა გზების მოძიებაა საჭირო
როგორც ცნობილი ხდება, უახლოეს მომავალში ესტონეთის სახელმწიფო თავდ.აცვის საინვესტიციო ცენტრი (RKIK) მოაწყობს ტენდერს, რომელშიც გამარჯვებული მიიღებს დაახლოებით 8900 კვადრატულ მეტრ ფართობის ტერიტორიას, სადაც სამომავლოდ საბრძოლო მასალების წარმოება დაიწყება.