რუსული წვრთნები ოკუპირებულ აფხაზეთში | "ოცნების" ხელისუფლება ისევ დუმს

გამოქვეყნდა:

რა მიზნით დაიწყო კრემლმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედროების სწავლება? მოსკოვის ეს ქმედება სპეციალისტების მიერ უკვე შეფასდა, როგორც დესტაბილიზაციის მცდელობა, თუმცა ეს მხოლოდ ექსპერტების მოსაზრებაა. კრემლის პროვოკაციულ ნაბიჯს ოფიციალური თბილისი დუმილით ხვდება. სწავლება ჯერ კიდევ სამი დღის წინ, 15 აგვისტოს დაიწყო, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია არც ერთი განცხადება, სადაც ისინი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო წვრთნებს გამოეხმაურებოდნენ. უცნობია, ჰქონდა თუ არა საგარეო უწყებას ამ პროვოკაციულ ფაქტთან დაკავშრებით კომუნიკაცია დასავლელ პარტნიორებთან.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი