
უნიკალური ოჯახი თურქეთიდან, რომლის ისტორიაც მეცნიერების შესწავლის საგნად იქცა. თურქეთის დასავლეთ პროვინციაში მცხოვრები ულასების ოჯახის 6 წევრი 4 კიდურზე ისე გადაადგილდება, როგორც ამას მილიონობით წლის წინ ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ. ეს არის ერთადერთი შემთხვევა მსოფლიოში, როდესაც მეცნიერები მსგავს ფენომენს წააწყდნენ. ულასებს გადაადგილების თავისებურებასთან ერთად დარღვეული აქვთ მეტყველებაც. ერთადერთი რისი წარმოთქმაც მათ შეუძლიათ - ბგერათა კომბინაციებია, როგორც ამას ჩვენი პრეისტორიული წინაპრები აკეთებდნენ.
ავტორი: თამთა ჭანტურია