რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს, მერაბ ბესელიას აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლომ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. 

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში, დისტანციურად გაიმართება. ბესელიას ბრალად იუნკერების გუნდის კაპიტნის, რამაზ ხარაზიშვილის დაჭრა ედება. იგი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

მისი ადვოკატის, პაატა მეხრიშვილის თქმით, ბესელია იძულებული გახდა, ხარაზიშვილთან კონფლიქტისას იარაღი გაესროლა შეშინებისა და მოგერიების მიზნით. 

არაგბის კავშირში მომხდარი სროლისა და დაჭრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება 118-ე და 236-ე მუხლით უკვე დაიწყო. ისინი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

გუშინ, 18 სექტემბერს საქართველოს პროკურტურამ, საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტის, მერაბ ბესელიას "იუნკერების" გუნდის კაპიტანის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვის-ტარების ფატზე ბრალი წარუდგინა. დაკავეულს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა იუნკერების გუნდის კაპიტანი რაგბის კავშირის ტერიტორიაზე 16 სექტემბერს დაჭრა. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი