
"კოალიცია ცვლილებისთვის" ქვეყნის საზღვრებს გარეთ ამომრჩევლებთან შეხვედრებს აგრძელებს. კოალიციის წევრები ამჯერად ათენში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს შეხვდნენ და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში ემიგრაციის მონაწილეობის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. საბერძნეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართული დიასპორაა.
ცნობისთვის, კოალიციის წევრებმა შეხვედრები უკვე გამართეს ესპანეთსა და იტალიაში.