"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრები ხობის მოსახლეობას შეხვდნენ, სადაც ცოტა ხნის წინ კოალიციის ლიდერებმა კიდევ ერთი რეგიონული ოფისი გახსნეს. შეხვედრაზე ადგილობრივებმა მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები განიხილეს. პოლიტიკოსებთან ერთად ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე იმსჯელეს.
"ივანიშვილი არის დამარცხებული და სახელმწიფო არის გამარჯვებული - აი ეს სურთ ხობელებს. ყველას მოსწონს რომ ვსაუბრობთ მომავალზე, მაგრამ ჩნდება კითხვა აქ და ახლა რას აკეთებთ, აქ როგორ ამარცხებთ ივანიშვილს, ჩვენი პასუხია უმაღლესი აქტივობით და გამოცხადებით საარჩევნო უბნებთან," - განაცხადა ნიკა მელიამ.