მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრში", რომლის რეაბილიტაციაც მერიამ 2017 წელს დაასრულა, დახრილი გვირაბის ჭერის დემონტაჟი გახდა საჭირო. თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში "მთავარ არხს" უთხრეს, რომ შემოწმების შემდეგ აღმოჩენილი ხარვეზების გამო კონტრაქტორ კომპანიას დახრილი გვირაბის და ვესტიბიულის განახლება დაევალა.
იგივე კომპანია საგარანტო ვადის პირობებში აკაეთებს იმ ხარვეზების შესწორებას, რაც აღმოჩენილი იქნა, რეკლამაციის პირობებში, რაც ნიშნავს იმას, რომ კომპანიისთვის ეს დამატებითი ხარჯი არ იქნება. იყო გარკვეული უზუსტობები და ამის გამოსოწრება დაევალა კომპანიას, - აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.
სამუშაოების ჩასატარებლად კომპანიას 3 თვის ვადა მისცეს და პროცესი ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.
"მეტრო ახმეტელის" სარეაბილიტაციო სამუშაოები მერიამ 2016 წელს დაიწყო და 2017 წლის აგვისტოში დაასრულა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "დამბა" აწარმოებდა.