
თუ ვინმეს რამე აქვს გადასახედი, უკრაინის ხელისუფლებაა - აცხადებს პრემიერი კობახიძე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, მიხაილო ხარიშინის განცხადების კომენტირებისას.
კობახიძემ დიპლომატს ჩვეული რიტორიკითა და პროპაგანდით უპასუხა და თქვა, რომ თითქოს უკრაინამ ელჩი საქართველოდან ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში იმ მიზეზით გაიწვია, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციებს არ შეუერთდა და მოხალისე მებრძოლები არ გაგზავნა სპეციალური თვითმფრინავით
"თუ ვინმეს რამე აქვს გადასახედი, ეს არის სწორედ უკრაინის ხელისუფლება , რომელმაც უნდა გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას ელჩის გაწვევის თაობაზე, რაც იყო უკიდურესად არამეგობრული გადაწყვეტილება" ამბობს პრემიერი კობახიძე.
მას უკრაინელი დიპლომატის განცხადების იმ ნაწილზე, რომ ახალი ელჩის დანიშვნა "ოცნების" ხელისუფლების გაუგებარი რიტორიკის გამო ჩაიშალა, კომენტარი არ გაუკეთებია.
კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება უკრაინის ხელისუფლებასთან გააგრძელებს "ცალმხრივი მეგობრობის" რეჟიმს.
იხილეთ: