ოლიგარქი ივანიშვილის რუსული კავშირები და რუსული აქტივები. ოკუპანტ სახელმწიფოში გამდიდრებული "ქართული ოცნების" დამფუძნებელი რუსეთში საკუთარ ქონებას კიდევ უფრო ზრდის. ივანიშვილები ამ დრომდე ფლობენ რამდენიმე სახლს მოსკოვში, რომელიც ეკატერინე ხვედელიძეზეა გაფორმებული. ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ ქვეყნის ერთპიროვნულმა მმართველმა არათუ გაასხვისა საკუთარი კაპიტალი, როგგორც ამას "ოცნების" ლიდერები ამტკიცებენ, არამედ ივანიშვილების ბოლო შენაძენი 2024 წლით თარიღდება. საუბარია მიწის ნაკვეთსა და რეზიდენციაზე მოსკოვის ყველაზე პრესტიჟულ
დასახლებაში, სადაც ივანიშვილების მეზობლები რუსეთის პატრიარქი კირილი და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი არიან.