ფოთი, მარტვილი, ხობი - "კოალიცია ცვლილებისთვის" რეგიონული ოფისების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. მალე ქვეყნის მასშტაბით ყველა რაიონულ ცენტრში მოსახლეობას საკუთარი პრობლემების შესახებ გაერთიანების ლიდერებთნ ადგილზე შეეძლებათ საუბარი. დღეს მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე ადგილობრივები ღიად ლაპარაკობდნენ კლანურ მმართველობაზე, ხელისუფლების უმოქმედობასა და სოციალურ პრობლემებზე, რომელთა მოგვარება "ქართული ოცნების" პროორიტეტთა ნუსხაში არ შედის. რეგიონის მოსახლეობა რომ ცვლილებების მოლოდინშია, ეს დღეს გამართულ შეხვედრებზეც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, სამეგრელოს მოსახლეობისთვის არჩევანი მარტივია - საქართველო ევროპული ოჯახის წევრი უნდა გახდეს