ოლიგარქის ხელისუფლებამ არჩევნების გასაყალბებლად მზადება აქტიურ ფაზაში გადაიყვანა. ივანიშვილის პოლიტიკური კლანი გარანტირებული შედეგის მისაღებად საკუთარი გუნდის წევრების ტერორს იწყებს. "ოცნების" მთავარი ოფისიდან რეგიონული რესურსების მობილიზება მერებს დაევალათ, რომელთა საქმეები საგამოძებო უწყებაში დევს. საუბარია 9 მუნიციპალიტეტზე, სადაც აუდიტის სამსახურმა მძიმე დარღვევები აღმოაჩინა და საქმეები შესასწავლად პროკურატურას გადასცა.