ძლიერი წვიმის შედეგად, პოლონეთში რამდენიმე ქალაქი დაიტბორა

გამოქვეყნდა:

ძლიერი წვიმის შედეგად, პოლონეთში რამდენიმე ქალაქი დაიტბორა. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ მედიაში ვრცელდება. ცნობილი ხდება, რომ სტიქიის შედეგად, ძირითადად, პოლონეთის ცენტრალური და დასავლეთ რეგიონები დაზარალდა. 

მედია წერს, რომ ქალაქებში საცხოვრებელი სახლები და ქუჩებია დატბორილი. ქალაქ ვტურეკში საბავშვო ბაღიდან ბავშვებისა და პერსონალის ევაკუაციაც კი გახდა საჭირო. ასევე, ქალაქ იაროცინში დაიტბორა მერიის შენობის ნაწილი, წყალდიდობის გამო გადაკეტილია რამდენიმე გზა. მოსახლეობას მოუწოდეს, ქალაქში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი