პუტინი დასავლური ღირებულებების მოწინააღმდეგე უცხოელებს რუსეთში ეპატიჟება

გამოქვეყნდა:

პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც რუსეთი დასავლური ღირებულებების მოწინააღმდეგე უცხოელებს ბინადრობის ნებართვის მოპოვებაში დაეხმარება. ცნობილი ხდება, რომ საბუთის მიღება რუსული ენის, რუსეთის ისტორიისა და კანონმდებლობის საფუძვლების ცოდნის გარეშეც იქნება შესაძლებელი.

უკვე ჩამოყალიბებულია ღირებულებების ჩამონათვალი, რომელსაც ბინადრობის მიმღები უნდა იზიარებდეს. 
დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება იმ სახელმწიფოთა სიის შედგენაც, რომლებიც თავიანთ მოქალაქეებს არაჯანსაღ დამოკიდებულებას უწესებენ. პუტინის თქმით, სამთვიანი ვიზების გაცემა სექტემბრიდან იგეგმება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი