იუსტიციის სამინისტრო საკადრო წმენდას იწყებს. ბრეგაძის უწყებიდან ათავისუფლებენ თანამშორმლებს, რომლებიც მიუღებელი არან "ქართული ოცნებისთვის". ნონა ნინიაშვილს ხელისუფლების მიმართ ღიად კრიტიკული პოზიციის გამო საჯარო რეესტრში თანამდებობა უკვე მეორედ დაატოვებინეს. ამავე სამსახურიდან კიდევ ორი გამოცდილი თანამშრომლის დათხოვნის მიზეზი საკუთარი უფლებების დაცვა გახდა. მარიტა ჩხიკვაძე და ლანა არაბიძე პოსტებიდან მხოლოდ იმ ფაქტის გამო გაუშვეს, რომ მათი გვარები ომბუდსმენის აპარატის მოწმეთა სიაში ფიგურირებდა. უკიდურეს გადაწყვეტილებას კი წინ დისკრიმინაციია და ფსიქოლოგიური ზეწოლა უძღოდა.