გასულ ღამეს და დილის საათებში რუსულმა ძალებმა კიევს დრონებითა და ფრთოსანი რაკეტებით შეუტიეს - ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი პოპკოს ცნობით, ყველა საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს და მსხვერპლი არ ყოფილა.
„ღამით დამპყრობლები თავს დაესხნენ დედაქალაქს თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატებით (დრონები გაანადგურა საჰაერო თავდაცვამ). დღეს დილით გამოცხადდა საჰაერო თავდასხმის გაფრთხილება ფრთოსანი რაკეტების გამოყენების საფრთხის გამო“, - წერს ის ტელეგრამაში.
მისი თქმით, ეს იყო 41-ე საჰაერო თავდასხმის გაფრთხილება კიევისთვის და მეხუთე სარაკეტო შეტევა აგვისტოს დასაწყისიდან.
„წინასწარი ინფორმაციით, მტერი უკრაინის დედაქალაქს ჩრდილოეთიდან, სავარაუდოდ ისკანდერ-K ფრთოსანი რაკეტებით უტევდა. ეს იყო მეხუთე სარაკეტო თავდასხმა კიევზე ამ თვეში. საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გაანადგურეს რაკეტები ქალაქის მისადგომებთან“, - დასძინა პოპკომ.