ცნობილია რუსული კანონის აღსასრულებლად შექმნილი დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

გამოქვეყნდა:

რუსული კანონის აღსასრულებლად შექმნილ დეპარტამენტს სანდრო კირვალიძე უხელმძღვანელებს - ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოზე ქვეყნდება.

ივლისში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სტრუქტურულად დაემატა ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტი, რომლის უშუალო უფლებამოსილებაა კანონთან დაკავშირებული საკითხები. დეპარტამენტში ორი სამსახურია - ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის რეგისტრაციის სამსახური – მას ხელმძღვანელობს თინათინ ღუღუნიშვილი და ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის დეკლარირების მონიტორინგის სამსახური – ხელმძღვანელი ირაკლი კერვალიშვილი;

საჯარო რეესტრის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, 1992 წელს დაბადებული სანდრო კირვალიძე განათლებით იურისტია. 

განათლება და კვალიფიკაცია:

07.2016 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – იურისტი, სამართალმცოდნეობა, მაგისტრი;
07.2014 ილიას სახელმწიფო  უნივერსიტეტი – იურისტი, სამართალმცოდნეობა ბაკალავრი;

სამსახურებრივი საქმიანობა:

  • 08.2024 – დღემდე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის უფროსი;
  • 09.2021-08.2024 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის სამსახურის მენეჯერი;
  • 01.2020-09.2021 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის რეგისტრატორი;
  • 01.2017-01.2020 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სპეციალისტი;
  • 08.2015-01.2017 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივის სამსახურის შტატგარეშე მოსამსახურე;
  • 2013-2014 წწ. – იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის დანაშაულის პირველი დონის პრევენციის სამმართველოს სტაჟიორი;
  • 2012-2013 წწ. იუსტიციის სამინისტრო – კვლევითი პრაქტიკა;

თინათინ ღუღუნიშვილი:

განათლება და კავალიფიკაცია:

იურისტი/იურისტი/ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - ბაკალავრი, მაგისტრი

სამსახურეობრივი საქმიანობა:

  • 2024 წლის პირველი აგვისტოდან - სსიპ საჯარო რეესტრის  ეროვნული სააგენტოს ფინანსური  დეკლარირების დეპარტამენტის  რეგისტრაციის სამსახურის უფროსი
  • 2022 წლის სექტემბრიდან - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამსახურის იურისტი
  • 2018 წლის 14 დეკამბრიდან - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის ადმინისტრაციული წარმოების სამსახურის იურისტი
  • 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის სექტემბრამდე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სტაჟიორი
  • 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის სექტემბრამდე - სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის სტაჟიორი

ირაკლი კერვალიშვილი

განათლება და კავალიფიკაცია:

იურისტი/სამართალმცოდნეობა/საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი- ბაკალავრი

 სამსახურეობრივი საქმიანობა:

  • 2024 წლის პირველი აგვისტოდან - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის დეკლარირების მონიტორინგის სამსახურის უფროსი.
  • 2024 წლის მაისიდან - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის სამსახურის მენეჯერი.
  • 2022 წლის მაისიდან - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ინოვაციების და ხარისხის მართვის სამსახურის მენეჯერი.
  • 2022 წლის იანვრიდან- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის სისტემური რეგისტრაციის სამსახურის ხარისხის კონტროლის მენეჯერი.
  • 2021 წლის ივნისიდან- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის სისტემური რეგისტრაციის სამსახურის ხარისხის კონტროლის სპეციალისტი.
  • 2017 წლის ივნისიდან- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სპეციალისტი.
  • 2014 წლის თებერვლიდან- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის მონაცემთა არქივების განყოფილების სამსახურის შტატგარეშე მოსამსახურე
  • 2013 წლის სექტემბრიდან- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რუსთავის სარეგისტრაციუო სამსახურის სტაჟიორი

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი