კომპანია, რომლის ტექნოლოგიებითაც 26 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდება, საერთაშორისო კორუფციულ სკანდალში გაეხვა

გამოქვეყნდა:

ამერიკული კომპანია, რომლის ტექნოლოგიებითაც 26 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდება, საერთაშორისო კორუფციულ სკანდალში აღმოჩნდა.  კომპანია "სმარტმატიკის"  ორი აღმასრულებელი დირექტორი ამერიკელმა სამართალდამცველებმა ქრთამის მიცემის ბრალდებით დააკავეს. როგორც ბრალდება ამტკიცებს, აღნიშნულმა პირებმა ქრთამი გადაიხადეს იმისთვის, რომ 2016 წლის არჩევნების დროს ფილიპინების საარჩევნო კომისიას ხმების ელექტრონულად დათვლის შესახებ კონტრაქტი სწორედ "სმარტმატიკთან" გაეფორმებინა და არა მის კონკურენტთან. 

ჯერჯერობით, გამოძიება არ ეხება ფილიპინებში ჩატარებული არჩევნების შედეგების სანდოობას.

რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს საერთაშორისო სკანდალს საქართველოში ჩასატარებელ არჩევნებზე და როგორია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პოზიცია? "მთავარი არხი" უწყებას დაუკავშირდა, სადაც დაგვპირდნენ, რომ დღის მანძილზე გააკეთებენ კომენტარს.

კოალიცია ცვლილებისთვის წევრი, ბესო დონაძე საუბრობს, როგორ შეირჩა "სმარტმატიკი" საქართველოში არჩევნების ჩასატარებლად. მისი თქმით, ტენდერში მხოლოდ ეს კომპანია მონაწილეობდა: 

"საიდან მოვიდა ეს კომპანია საქართველოში - ტენდერი იყო საკმაოდ მცირე ხნის, ანუ არ იყო 20 დღიანი ტენდერი, რომ შესაძლებელი ყოფილიყო სხვა ბევრ კომპანიას მიეღო მონაწილეობა. ეს ერთი კომპანია მონაწილეობდა, 59 მილიონი ლარი გადავუხადეთ ამ კომპანიას და ამ კომპანიის მიმართ ნდობა დაიკარგა. იქიდან გამომდინარე, რომ ვინც მართავს კომპანიას, ფულის გათეთრების, ქრთამის მიცემისთვის არიან დაკავებულები" ამბობს დონაძე. 

 კომპანია "სმარტმატიკის" პოზიციაა, რომ საქმეს კავშირი არ აქვს არჩევნების გაყალბება-არგაყალბების საკითხთან და ბრალდებული პირები თანამდებობებიდან გათავისუფლებულები არიან.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი