კოალიცია ცვლილებისთვის მოსახლეობასთან შეხვედრებსა და რეგიონული ოფისების გახსნას აგრძელებს. დღეს კიდევ ერთი ოფისი წალენჯიხაში გაიხსნა.
კოალიციის ლიდერები ხვდებიან ადგილობრივ მოსახლეობას და მათთან ერთად მსჯელობენ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე. ხალხი ქვეყანაში საჭირო და აუცილებელ ცვლილებებზე საუბრობს და ამბობენ, რომ ამ ყველაფერს სათავე 26 ოქტომბრის არჩევნებმა უნდა დაუდოს.
დღესვე დაგეგმილია კოალიციის შეხვედრები ჩხოროწყუსა და ზუგდიდში.