
ხატია დეკანოიძე ენმ-ში დაბრუნდა. ის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა. დეკანოიძე ახალ პარტიულ თანამდებობაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ წარადგინა.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ადამიანები, როგორიცაა ხატია დეკანოიძე, ისევ იქნებიან ნაცმოძრაობის რიგებში, იქნებიან ამ დიდი ერთობის რიგებში. კარგი დასაწყისია და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ბევრი საინტერესო, ძალიან სერიოზული ადამიანი, ბევრი სხვადასხვანაირი ადამიანი შემოუერთდება ამ დიდ ბრძოლას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ზუსტად ვიცი, რომ 26 ოქტომბერს ქართული ოცნება გადავა ოპოზიციაში და დღევანდელი ოპოზიციური ძალები დიდი ერთობით უმრავლესობას შექმნიან საქართველოს პარლამენტში. " განაცხადა გამართულ ბრიფინგზე კობა ნაყოფიამ.
მისივე თქმით, ამ საკითხზე კონსულტაციები ჰქონდა მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან.