სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიტისკოსებზე ძალადობრივი თავდასხმები კვლავ გამოუძიებელი რჩება, რაც ძაბავს ისედაც პოლარიზებულ პოლიტიკურ პროცესს ქვეყანაში და ქმნის კიდევ უფრო მეტი ძალადობის რისკს მოახლოებული არჩევნების წინ - სპეციალურ ანგარიშს Human Rights Watch აქვეყნებს.
გავლენიანი უფლებადამცველი ორგანიზაცია ხელისუფლებას ამ ძალადობრივი თავდასხმებისა და რუსული კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს.
ბოლო თვეების განმავლობაში, ხელისუფლების მიერ განხორციელებული თავდასხმები პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქეებზე არ არის მხოლოდ ინდივიდუალური ქეისები. ეს ცხადყო Human Rights Watch-ის ანგარიშმაც. ეს თავდასხმები, საბოლოო ჯამში, ქმნიდა და ქმნის დღემდე პოლიტიკურ არასტაბილურობას ქვეყანაში და, შესაბამისად, მნიშვნელოვანი არის ამგვარი საერთაშორისო გამოხმაურებები. პერსონალურად ჩემს საქმეს რაც შეეხება, დაახლოებით 3 თვე გავიდა უკვე და არანაირი ფორმალური ნაბიჯებიც კი არ გადამდგარა სახელმწიფოს მხრიდან, - ამბობს ნიკო მანაგაძე.