დაპირებებიდან "ქართული ოცნება" ამომრჩევლის ღია მოსყიდვაზე გადადის. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომელიც მმართველი გუნდის ხელშია, ადმინისტრაციული რესურსია, რომელსაც ივანიშვილის კლანი ამჯერადაც წარმატებით იყენებს. მოსახლეობის გულის მოგებას მთავრობა კვლავ ბიუჯეტის ხარჯზე აპირებს და ხალხს საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას პირდება. საუბარია 64 ათას კერძო პირსა და 360-მილიონიან დავალიანებაზე, რომელიც მათ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ აქვთ. თუმცა, ბუნდოვანია სქემა, როგორ მოხდება დავალიანების ჩამოწერა და ვის შეეხება მთავრობის შეღავათები.