დე-ფაქტო აფხაზურმა მხარემ საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა

გამოქვეყნდა:

დე-ფაქტო აფხაზურმა მხარემ საქართველოს ორი მოქალაქე, გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში მცხოვრები მურთაზ და რუსლან ჭითანავები დააკავა. როგორც "მთავარ არხს" სოფლის მოსახლეობა უყვება, სეპარატისტულმა რეჟიმმა ისინი 17 აგვისტოს აიყვანა და მათ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე მიუსაჯეს. ისინი სოხუმის იზოლატორში არიან გადაყვანილები.

ძმებ ჭითანავებს საოკუპაციო რეჟიმი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქალაქეების უკანონო გზით გადაყვანას ედავება. ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. "მილიცია" ამტკიცებს, რომ ჩხრეკის შედეგად ნაპოვნია ასაფეთქებელი მოწყობილობები და ხელყუმბარებიც. 

ოკუპირებული აფხაზეთის მხარე ამბობს, რომ აღნიშნულ პირებს საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით და პირიქით, თანხის სანაცვლოდ გადაჰყავდათ ადამიანები, რომლებსაც ამის შესაძლებლობა მოუწესრიგებელი დოკუმენტების გამო არ ჰქონდათ.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი