პუტინის ვიზიტიდან მეორე დღეს, აზერბაიჯანმა BRICS-ში გაწევრიანებაზე განაცხადი ოფიციალურად შეიტანა

გამოქვეყნდა:

პუტინის ვიზიტიდან მეორე დღეს, აზერბაიჯანმა ეკონომიკურ ორგანიზაცია BRICS-ში გაწევრიანებაზე განაცხადი ოფიციალურად შეიტანა - ამის შესახებ ადგილობრივი მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერზე, აიხან ჰაჯიზადზე დაყრდნობით წერს.

ცნობისთვის, ეკონომიკური ორგანიზაცია BRIC 2006 წელს ბრაზილიამ, რუსეთმა, ინდოეთმა და ჩინეთმა დააფუძნეს. მოგვიანებით, 2010 წელს მათ სამხრეთ აფრიკაც შეუერთდა და ორგანიზაციას BRICS დაერქვა. მიმდინარე წლის იანვარში კი მათ კიდევ 5 ქვეყანა: ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საემიროები დაემატა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი