პუტინი ბესლანის სკოლაზე თავდამსხმელების დახმარებაში "უცხოურ ძალებს" ადანაშაულებს და დაღუპულად იმაზე ნაკლებს ბავშვს აცხადებს, ვიდრე იყო

გამოქვეყნდა:

ვლადიმერ პუტინი ბესლანის ტერაქტის 20 წლისთავზე საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ბესლანის დედების" წარმომადგენლებს შეხვდა და დაღუპულად იმაზე ნაკლები ბავშვი გამოაცხადა, ვიდრე რეალურადაა- „ჩვენ შევიკრიბეთ დიდი ტრაგედიის წინა დღეებში, რომელმაც 334 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის 136 ბავშვი“, - განაცხადა პუტინმა , მაშინ როცა, ბესლანის სკოლაში მომხდარი ტერაქტის დროს 186 ბავშვი დაიღუპა.

ამავე შეხვედრაზე მან "გარკვეული უცხოური ძალები" დაადანაშაულა ტერორისტების დახმარებაში:

„ჩვენ ვიცით, რომ საზღვარგარეთიდან ისინი ცდილობდნენ არა მხოლოდ გამართლებას, არამედ ტერორისტებს დახმარებას, მათ შორის მორალურ დახმარებას“, - თქვა პუტინმა და დასძინა, რომ "იგივე მტრები აგრძელებენ  ქვეყნის შერყევის მცდელობას, დანაშაულის ჩადენას კურსკის რეგიონში, დონბასსა და ნოვოროსიაში“. 

ომის დამნაშავე ისევ ირწმუნება, რომ მიაღწევს „მიზნებს ნეონაციზმის წინააღმდეგ ბრძოლაში - ისევე, როგორც მათ მიაღწია მიზანს ტერორიზმთან ბრძოლაში“.

შეგახსენებთ, 2004 წლის 1 -ელ სექტემბერს ბესლანის No1 სკოლის შენობაში ტყვედ აიყვანეს 1100-ზე მეტი მძევალი, რომელთა უმეტესობა ბავშვები იყვნენ. თავდამსხმელები ჩეჩნეთიდან რუსული ჯარების გაყვანას ითხოვდნენ. 3 სექტემბერს რუსულმა სპეცრაზმმა და სამხედროებმა სკოლაზე შტურმი მიიტანეს, რა დროსაც დაიღუპა 334 ადამიანი, მათ შორის 186 ბავშვი და დაშავდა 800-ზე მეტი პირი. 

ბესლანის თავდასხმა იყო ყველაზე მასშტაბური რუსეთის ისტორიაში მსხვერპლის რაოდენობით.

დაღუპულთა ახლობლები, მათ შორის ორგანიზაცია "ბესლანის დედები", კვლავ ითხოვენ მომხდარის გამოძიებას.

გამომძიებლებმა, მათ შორის Novaya Gazeta-ს ჟურნალისტმა ანა პოლიტკოვსკაიამ, რომელიც მოგვიანებით მოკლეს, და მისმა კოლეგამ ელენა მელაშინამ, სხვა საკითხებთან ერთად, დაადგინეს, რომ ტერაქტამდე ერთი დღით ადრე რუსეთის ხელისუფლებას უკვე ჰქონდა სადაზვერვო ინფორმაცია ბოევიკების გეგმების შესახებ, მაგრამ საჭირო ზომები არ მიიღო. 

პუტინმა მაშინ უარი თქვა სკოლაში შეჭრილ თავდამსხმელებთან  მოლაპარაკებაზე და ამტკიცებდა, რომ მათ არ ჰქონდათ მოთხოვნები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი