უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა უკრაინის ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ ყოველდღიურ ანგარიშებში, რუსეთის კურსკის ოლქში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია პირველად ახსენა.
დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში გენშტაბი ერთი წინადადებით აღნიშნავს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ მოქმედებებს კურსკის მიმართულებით.
ორ კვირიანი დუმილის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა როცა გენერალური შტაბი თავის ოფიციალურ ანგარიშში ამ ოპერაციაზე მიუთითებს.
ოლექსანდრ სირსკი კი ადასტურებს, რომ კურსკის ოლქში უკვე 93 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ. რაც დაახლოებით 1200 კვადრატულ კილომეტრზე მეტია.